---
title: "მუხლი 116. მტკიცებულებათა უზრუნველყოფის წესით შეკრებილი მასალების სასამართლოში გადაგზავნა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/116"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "116"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 116. მტკიცებულებათა უზრუნველყოფის წესით შეკრებილი მასალების სასამართლოში გადაგზავნა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 116 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/116

1. ოქმები და მტკიცებულებათა უზრუნველყოფის წესით შეკრებილი ყველა მასალა გაეგზავნება საქმის განმხილველ სასამართლოს.

2. თუ მტკიცებულებათა უზრუნველყოფა მოხდა სასამართლოში საქმის აღძვრამდე, უზრუნველყოფის დროს შედგენილი ოქმი და სხვა მასალები შეინახება სასამართლოში, რომლებიც შემდგომ, მხარეთა თხოვნით ან თვით სასამართლოს ინიციატივით, გადაეგზავნება იმ სასამართლოს, რომელიც განიხილავს საქმეს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/115.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/117.md
