---
title: "მუხლი 117. მტკიცებულებათა განმეორებითი ან დამატებითი უზრუნველყოფა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/117"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "117"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 117. მტკიცებულებათა განმეორებითი ან დამატებითი უზრუნველყოფა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 117 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/117

1. მხარეებს, იმისგან დამოუკიდებლად, მონაწილეობდნენ თუ არა ისინი მტკიცებულებათა უზრუნველყოფაში, უფლება აქვთ გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები და მიუთითონ იმ ხარვეზებზე, რომლებსაც, მათი აზრით, ადგილი ჰქონდა უზრუნველყოფის დროს.

2. საქმის განხილვის დროს სასამართლოს შეუძლია დაადგინოს მტკიცებულებათა დამატებითი ან განმეორებითი უზრუნველყოფა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/116.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/118.md
