---
title: "მუხლი 121. სასამართლოს განჩინება ადგილზე დათვალიერების შესახებ — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/121"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "121"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 121. სასამართლოს განჩინება ადგილზე დათვალიერების შესახებ — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 121 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/121

1. ადგილზე დათვალიერების შესახებ სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს დათვალიერებისა და გამოკვლევის საგანი, აგრეთვე დათვალიერების დრო და ადგილი. ამ განჩინების გასაჩივრება არ დაიშვება.

2. მხარეებსა და მათს წარმომადგენლებს ეცნობებათ ადგილზე დათვალიერების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს დათვალიერების ჩატარებას.

3. აუცილებლობის შემთხვევაში ადგილზე დათვალიერებაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება გამოიძახონ მოწმეები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/120.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/122.md
