---
title: "მუხლი 125. დათვალიერების ოქმის შინაარსი — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/125"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "125"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 125. დათვალიერების ოქმის შინაარსი — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 125 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/125

1. დათვალიერების დროს უნდა შედგეს ოქმი (დათვალიერების ოქმი), რომელშიც უნდა აღინიშნოს: ა) დათვალიერების ადგილი და ობიექტები; ბ) დათვალიერებაში მონაწილე მხარეები, მოწმეები, სპეციალისტები; გ) დათვალიერებაში მონაწილე პირების მოსაზრებები, მათი შენიშვნები; დ) დათვალიერებისა და გამოკვლევის შედეგები.

2. ოქმს შეიძლება დაერთოს დათვალიერების დროს შედგენილი ან შემოწმებული გეგმები, ნახაზები, სურათები და ა. შ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/124.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/126.md
