---
title: "მუხლი 142. ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/142"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "142"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 142. ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 142 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/142

1. ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება აქვთ: ა) მხარეთა მეუღლეებს; ბ) ახლო ნათესავებს − შვილებს, მინდობით აღსაზრდელებს, შვილიშვილებს, დებს, ძმებს, მშობლებს, მშვილებლებს, მეურვეებს, მზრუნველებს, პაპებს, ბებიებს; გ) პირებს, რომლებიც თავიანთი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო ვალდებულნი არიან დაიცვან საიდუმლოება, თუ ისინი განთავისუფლებულნი არ არიან ამ მოვალეობისაგან.

2. ჩვენების მიცემაზე უარის თქმა დასაშვებია, თუ ჩვენების მიცემა გამოიწვევს მოწმის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას, ან მიაყენებს მათ ქონებრივ ზიანს. საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი № 1349 - სსმ I, №19, 28.04.2005წ., მუხ.121 საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №753 - ვებგვერდი, 24.05.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/141.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/143.md
