---
title: "მუხლი 143. ჩვენების მიცემის ვალდებულება ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლების მიუხედავად — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/143"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "143"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 143. ჩვენების მიცემის ვალდებულება ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლების მიუხედავად — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 143 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/143

ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლების მიუხედავად, პირი ვალდებულია მისცეს ჩვენება, თუ: ა) საჭიროა დადასტურდეს გარიგება, რომლის დადებისას იგი მიწვეული იყო მოწმედ; ბ) გასარკვევია ოჯახის წევრის დაბადების, დაქორწინების ან გარდაცვალების საკითხები; გ) ამა თუ იმ სამართლებრივი ურთიერთობების დამყარებისას იგი მოქმედებდა, როგორც ერთ-ერთი მხარის წარმომადგენელი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/142.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/144.md
