---
title: "მუხლი 146. მოწმის უფლება — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/146"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "146"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 146. მოწმის უფლება — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 146 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/146

1. მოწმეს უფლება აქვს მოითხოვოს სასამართლოში გამოძახებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება კანონით დადგენილი წესით.

2. სასამართლოს შეუძლია დაავალოს მხარეს, რომლის შუამდგომლობითაც გამოძახებულია მოწმე, წინასწარ გადაიხადოს მოწმის სასამართლოში გამოძახებასა და დაკითხვასთან დაკავშირებული ხარჯები. ასეთ შემთხვევაში მოწმეს გამოიძახებს სასამართლო მას შემდეგ, რაც მხარე შეასრულებს აღნიშნული ხარჯების გადახდის მოვალეობას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/145.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/147.md
