---
title: "მუხლი 147. მოწმის დაკითხვა მის ადგილსამყოფელზე — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/147"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "147"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 147. მოწმის დაკითხვა მის ადგილსამყოფელზე — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 147 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/147

მოწმის დაკითხვა წარმოებს ღია სასამართლო სხდომაზე. მოწმე შეიძლება დაიკითხოს მის ადგილსამყოფელზე, თუ: ა) ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის გამო, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის ქონის გამო ან სხვა საპატიო მიზეზით მას არ შეუძლია გამოცხადდეს სასამართლოში; ბ) საქმის გარემოებათა მიხედვით მისი ადგილზე დაკითხვა უფრო მიზანშეწონილია; გ) დაკითხულ უნდა იქნეს რამდენიმე მოწმე, რომლებიც ერთ ადგილას ცხოვრობენ და მათი სასამართლოში გამოძახება და დაკითხვა დაკავშირებული იქნებოდა დიდ ხარჯებთან; დ) სხვა შემთხვევებში – სასამართლოს შეხედულებისამებრ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №838 – ვებგვერდი, 03.07.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/146.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/148.md
