---
title: "მუხლი 151. უარის თქმა მოწმის დაკითხვაზე — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/151"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "151"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 151. უარის თქმა მოწმის დაკითხვაზე — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 151 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/151

მხარეს შეუძლია უარი თქვას იმ მოწმის დაკითხვაზე, რომლის გამოძახებასა და დაკითხვაზე თვითონ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე. მეორე მხარეს შეუძლია იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე, რომ გამოცხადებული მოწმე დაკითხულ იქნეს, ხოლო თუ დაკითხვა დაწყებულია, – გაგრძელდეს. ასეთ შემთხვევაში მოწმე უნდა დაიკითხოს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/150.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/152.md
