---
title: "მუხლი 154. ნივთიერი მტკიცებულებანი, მათი გამოთხოვისა და წარდგენის წესი — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/154"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "154"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 154. ნივთიერი მტკიცებულებანი, მათი გამოთხოვისა და წარდგენის წესი — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 154 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/154

1. ნივთიერი მტკიცებულებებია ის ნივთები, რომლებიც თავისი ხარისხით, თვისებით ან თავისი არსებობით წარმოადგენენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის საშუალებას.

2. ნივთიერ მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. თუ მხარემ ვერ შეძლო ნივთიერი მტკიცებულების მიღება იმ პირისაგან, ვისაც ხელთა აქვს იგი, მხარეს შეუძლია იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე მისი გამოთხოვის შესახებ.

3. ნივთიერი მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის აღმძვრელი პირი ვალდებულია აღნიშნოს, საქმის რა მნიშვნელოვანი გარემოების დადგენა შეიძლება ამ მტკიცებულებით, აღწეროს ეს ნივთი და მიუთითოს, რას ეფუძნება მისი ვარაუდი, რომ მტკიცებულება მის მიერ მითითებული პირის ხელთაა.

4. ნივთიერი მტკიცებულების გამოთხოვაზე უარის თქმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს თავის განჩინებაში, რომელიც ცალკე არ გასაჩივრდება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/153.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/155.md
