---
title: "მუხლი 155. სასამართლო, რომელსაც უნდა წარედგინოს ნივთიერი მტკიცებულება — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/155"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "155"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 155. სასამართლო, რომელსაც უნდა წარედგინოს ნივთიერი მტკიცებულება — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 155 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/155

გამოთხოვილი ნივთიერი მტკიცებულება ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა უნდა გადაუგზავნონ უშუალოდ სასამართლოს დანიშნულ ვადაში. სასამართლოს შეუძლია აგრეთვე ნივთიერი მტკიცებულების გამოთხოვაზე შუამდგომლობის აღმძვრელ პირს მისცეს უფლება მიიღოს საბუთი სასამართლოში წარსადგენად. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1956 – სსმ I, №15(22), 14.05.1999 წ., მუხ.64

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/154.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/156.md
