---
title: "მუხლი 159. ნივთიერ მტკიცებულებათა ადგილზე დათვალიერება — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/159"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "159"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 159. ნივთიერ მტკიცებულებათა ადგილზე დათვალიერება — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 159 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/159

თუ ნივთიერ მტკიცებულებათა სასამართლოში წარდგენა ძნელი ან შეუძლებელია, სასამართლოს შეუძლია, მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით, დაადგინოს მათი ადგილზე დათვალიერება, რის შესახებაც გამოაქვს განჩინება. თუ საქმეს კოლეგიური სასამართლო იხილავს, ადგილზე დათვალიერება შეიძლება მიენდოს ერთ-ერთ მოსამართლეს. ადგილზე დათვალიერება ხდება XV თავში დადგენილი წესებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/158.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/160.md
