---
title: "მუხლი 160. ნივთიერ მტკიცებულებათა შენახვა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/160"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "160"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 160. ნივთიერ მტკიცებულებათა შენახვა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 160 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/160

1. ნივთიერი მტკიცებულებები ინახება საქმეში ან საგანგებო აღწერის სიით ჩაბარდება სასამართლოს ნივთიერ მტკიცებულებათა შესანახ კამერაში.

2. ნივთები, რომელთა სასამართლოში მიტანა შეუძლებელია, ადგილზე ინახება. ისინი დაწვრილებით უნდა იქნეს აღწერილი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – ფოტოგრაფირებულიც.

3. სასამართლო იღებს ღონისძიებებს ნივთების უცვლელ მდგომარეობაში შესანახად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/159.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/161.md
