---
title: "მუხლი 161. ნივთიერ მტკიცებულებათა დაბრუნება — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/161"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "161"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 161. ნივთიერ მტკიცებულებათა დაბრუნება — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 161 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/161

1. სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულება დაუბრუნდება მის წარმდგენ პირს ან გადაეცემა იმ პირს, რომელსაც სასამართლომ მიაკუთვნა უფლება ამ ნივთზე.

2. ნივთები, რომლებიც არ შეიძლება იყოს მოქალაქეთა მფლობელობაში, გადაეცემა სათანადო სახელმწიფო საწარმოს, დაწესებულებას ან ორგანიზაციას.

3. ცალკეულ შემთხვევაში ნივთიერი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მათი შემოწმებისა და გამოკვლევის შემდეგ შეიძლება საქმის დამთავრებამდე დაუბრუნდეს მის წარმდგენ პირს, თუ უკანასკნელი ამას შუამდგომლობს და თუ ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილება შეიძლება საქმის განხილვისათვის ზიანის მიუყენებლად. თავი XX ექსპერტის დასკვნა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/160.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/162.md
