---
title: "მუხლი 166. ექსპერტიზის ჩატარების წესი სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/166"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "166"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 166. ექსპერტიზის ჩატარების წესი სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 166 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/166

1. თუ სასამართლოს დავალებით ექსპერტიზის ჩატარება მინდობილი აქვს სპეციალური სასამართლო-საექსპერტო დაწესებულების ექსპერტს, სასამართლო უგზავნის ამ დაწესებულებას თავის განჩინებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, აგრეთვე ექსპერტიზის ჩატარებისათვის აუცილებელ მასალებს.

2. სასამართლოს განჩინების მიღების შემდეგ საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელი ექსპერტიზის ჩატარებას მიანდობს ამ დაწესებულების ერთ ან რამდენიმე თანამშრომელს.

3. სასამართლოს დავალებით საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელი განუმარტავს თანამშრომლებს, რომლებსაც მიენდოთ ექსპერტიზის ჩატარება, ექსპერტის უფლება-მოვალეობებს, რაც გათვალისწინებულია 168-ე მუხლით, აგრეთვე დასკვნის მიცემაზე უარის თქმისათვის თავის არიდებისა თუ შეგნებულად ყალბი დასკვნის მიცემისათვის პასუხისმგებლობას, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით . ამის შესახებ მათ ჩამოერთმევათ ხელწერილი, რომელიც ექსპერტის დასკვნასთან ერთად გადაეგზავნება სასამართლოს. საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/165.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/167.md
