---
title: "მუხლი 17. სარჩელის აღძვრა მოპასუხის მიმართ, რომელსაც საქართველოში არა აქვს საცხოვრებელი ადგილი (ქონებრივი განსჯადობა) — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/17"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "17"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. სარჩელის აღძვრა მოპასუხის მიმართ, რომელსაც საქართველოში არა აქვს საცხოვრებელი ადგილი (ქონებრივი განსჯადობა) — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 17 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/17

სარჩელი იმ მოპასუხის მიმართ, რომელსაც საქართველოში არა აქვს საცხოვრებელი ადგილი, სასამართლოს შეიძლება წარედგინოს მოპასუხის ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით, ხოლო თუ მოთხოვნა უზრუნველყოფილია რაიმე ნივთით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ამ ნივთის ადგილსამყოფლის მიხედვით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/18.md
