---
title: "მუხლი 170. ექსპერტის დასკვნის ფორმა და შინაარსი — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/170"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "170"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 170. ექსპერტის დასკვნის ფორმა და შინაარსი — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 170 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/170

1. ექსპერტი დასკვნას იძლევა წერილობითი ფორმით. სასამართლოს უფლება აქვს მისცეს ექსპერტს წინადადება, რომ მან ზეპირი განმარტება მისცეს სასამართლოს თავისი დასკვნის შესახებ. ზეპირი განმარტება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში, წაეკითხება ექსპერტს, რომელიც ხელს აწერს მას.

2. ექსპერტის დასკვნა უნდა შეიცავდეს წარმოებული გამოკვლევის წერილობით აღწერას, გამოკვლევის შედეგად მიღებულ დასკვნებსა და დასაბუთებულ პასუხებს სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/169.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/171.md
