---
title: "მუხლი 187³. სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებული დავები — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/187-3"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "187^3"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 187³. სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებული დავები — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 187³ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/187-3

1. სასამართლო მედიაცია შეიძლება გავრცელდეს: ა) საოჯახო სამართლებრივ დავებზე, გარდა შვილად აყვანასთან, შვილად აყვანის ბათილად ცნობასთან, შვილად აყვანის გაუქმებასთან, მშობლის უფლების შეზღუდვასთან, მშობლის უფლების ჩამორთმევასთან, აგრეთვე ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული დავებისა; ბ) სამემკვიდრეო სამართლებრივ დავებზე; გ) სამეზობლო სამართლებრივ დავებზე; გ 1 ) შრომით სამართლებრივ დავებზე, გარდა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული კოლექტიური დავისა; გ 2 ) საზიარო უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებულ დავებზე; გ 3 ) ქონებრივ დავებზე, თუ დავის საგნის ღირებულება 20000 ლარს არ აღემატება; გ 4 ) საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების მიერ დადებული სესხის ხელშეკრულებებიდან (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულებებიდან) გამომდინარე დავებზე, თუ დავის საგნის ღირებულება 10000 ლარს არ აღემატება; გ 5 ) არაქონებრივ დავებზე; დ) ნებისმიერ სხვა დავაზე − მხარეთა თანხმობის შემთხვევაში.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავა მედიატორს შეიძლება გადაეცეს საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ 5 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოსამართლე შესაბამისი საქმის გარემოებებს წინასწარ აფასებს და მხარეთა თანხმობის გარეშე, ხოლო თუ ამავე დავაზე გამოყენებულ იქნა კერძო მედიაციის შესაძლებლობა და იგი უშედეგოდ დასრულდა − მხარეთა თანხმობით, იღებს გადაწყვეტილებას დავის საქმის მედიატორისათვის გადაცემის შესახებ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5550 – ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №753 - ვებგვერდი, 24.05.2017წ. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №767 - ვებგვერდი, 25.05.2017წ. საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4955 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/187-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/187-4.md
