---
title: "მუხლი 187⁵. სასამართლო მედიაციის ვადა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/187-5"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "187^5"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 187⁵. სასამართლო მედიაციის ვადა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 187⁵ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/187-5

1. სასამართლო მედიაციის ვადაა 45 დღე, რომლის განმავლობაშიც სულ მცირე 2 შეხვედრა უნდა გაიმართოს. ამ ვადის დენა იწყება საქმის მედიატორისთვის განაწილების მომენტიდან.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადა მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გაგრძელდეს იმავე ვადით. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5550 – ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1159 - ვებგვერდი, 12.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/187-4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/187-6.md
