---
title: "მუხლი 187⁶. სასამართლო მედიაციის პროცესში მონაწილეობისათვის მხარეთა გამოუცხადებლობის შედეგები — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/187-6"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "187^6"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 187⁶. სასამართლო მედიაციის პროცესში მონაწილეობისათვის მხარეთა გამოუცხადებლობის შედეგები — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 187⁶ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/187-6

1. მხარეები ვალდებული არიან გამოცხადდნენ მედიატორის მიერ დანიშნულ დროსა და ადგილზე სასამართლო მედიაციის პროცესში მონაწილეობისათვის.

2. სასამართლო მედიაციის პროცესში მედიატორის მიერ ამ კოდექსის 187 5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დანიშნულ შეხვედრაზე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მას დაეკისრება სასამართლო ხარჯების სრულად დაფარვა, მიუხედავად იმისა, რა შედეგით დასრულდება სასამართლოში საქმის განხილვა, და ჯარიმა 150 ლარის ოდენობით.

3. სასამართლო მედიაციის პროცესში დავის მხარეთა შეთანხმებით დასრულების შემთხვევაში მხარეს არ დაეკისრება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილი არ გამოიყენება, თუ საქმის სასამართლოში განხილვის დროს დავა მხარეთა შორის მორიგებით დასრულდა. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5550 – ვებგვერდი, 28.12.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/187-5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/187-7.md
