---
title: "მუხლი 187⁷. სასამართლო მედიაციის პროცესის დასრულება — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/187-7"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "187^7"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 187⁷. სასამართლო მედიაციის პროცესის დასრულება — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 187⁷ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/187-7

1. (ამოღებულია - 09.12.2025, №1159) .

2. თუ სასამართლო მედიაციისათვის კანონით დადგენილ ვადაში დავა მხარეთა შეთანხმებით არ დასრულდა, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

3. თუ სასამართლო მედიაციისათვის კანონით დადგენილი ვადის გასვლიდან 10 დღის ვადაში ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად არცერთი მხარე არ მიმართავს სასამართლოს საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5550 – ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4955 – ვებგვერდი, 27.09.2019წ. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1159 - ვებგვერდი, 12.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/187-6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/187-8.md
