---
title: "მუხლი 196¹. სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლა და ყადაღადადებული ქონების გამიჯვნა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/196-1"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "196^1"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 196¹. სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლა და ყადაღადადებული ქონების გამიჯვნა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 196¹ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/196-1

1. ყადაღადადებული ქონების ღირებულება არსებითად არ უნდა აღემატებოდეს სარჩელის ფასს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოპასუხე ერთადერთი ნივთის მესაკუთრეა. ასეთ შემთხვევაში მოპასუხეს შეუძლია სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის მიზნით სასამართლოს სარჩელის ფასის ტოლფასი სხვა ქონება შესთავაზოს.

2. მოპასუხეს ასევე შეუძლია სასამართლოს მიმართოს ყადაღადადებული ქონების გამიჯვნაზე (ნატურით გაყოფაზე) თანხმობის გაცემის შესახებ განცხადებით.

3. სასამართლო უზრუნველყოფის საგნის შეცვლისა და ყადაღადადებული ქონების გამიჯვნაზე (ნატურით გაყოფაზე) თანხმობის გაცემის საკითხს განიხილავს განცხადების შეტანიდან 5 დღის ვადაში ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ აღნიშნული საკითხის ამ მუხლით დადგენილ ვადაში განხილვას და გადაწყვეტას.

4. თუ სასამართლო დაადგენს, რომ ყადაღადადებული ქონების გამიჯვნა შესაძლებელია და გამიჯვნის შედეგად მიღებული ქონება საკმარისია სარჩელის უზრუნველსაყოფად, მას გამოაქვს ყადაღადადებული ქონების გამიჯვნაზე თანხმობის შესახებ განჩინება.

5. თუ მოპასუხის ქონებაზე ყადაღის დადება რეგისტრაციას ექვემდებარება, სარეგისტრაციო მონაცემებში უნდა აღინიშნოს უზრუნველყოფილი სარჩელის ფასი. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5594 - ვებგვერდი, 07.07.2016წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/196.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/197.md
