---
title: "მუხლი 204. სპეციალისტის მოწვევა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/204"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "204"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 204. სპეციალისტის მოწვევა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 204 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/204

1. ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისას (ადგილზე დათვალიერება, მოწმეთა დაკითხვა, მტკიცებულებათა უზრუნველყოფა, გეგმებისა და გაანგარიშებების შედგენა და ა. შ.) სასამართლოს შეუძლია მოიწვიოს სპეციალისტი.

1¹. სპეციალისტი შეიძლება მოწვეულ იქნეს შესაბამისი დაწესებულებიდან. ამ შემთხვევაში დაწესებულების ხელმძღვანელი გასცემს განკარგულებას იმის თაობაზე, თუ ამ დაწესებულების თანამშრომელთაგან რომელი უნდა გაიგზავნოს სპეციალისტად, რასაც აცნობებს სასამართლოს.

2. სპეციალისტად მოწვეული პირი ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში, გაუწიოს მას კონსულტაცია, აღმოუჩინოს ტექნიკური დახმარება.

3. სპეციალისტის ზეპირი კონსულტაცია შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში, ხოლო მისი წერილობითი პასუხები დაერთვის საქმეს. საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №597 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.173

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/203.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/205.md
