---
title: "მუხლი 210. სასამართლოს მთავარი სხდომის დაწყება — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/210"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "210"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 210. სასამართლოს მთავარი სხდომის დაწყება — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 210 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/210

1. საქმის განხილვისათვის დანიშნულ დროს სასამართლო შემოდის სხდომის დარბაზში. მოსამართლე, ხოლო თუ საქმეს არჩევს კოლეგიური სასამართლო, – ამ სასამართლოს თავმჯდომარე, ხსნის სასამართლოს მთავარ სხდომას და აცხადებს, თუ რომელი საქმე იქნება განხილული.

2. სასამართლო სხდომის მდივანი მოახსენებს სასამართლოს, განსახილველ საქმეზე მოწვეულ პირთაგან ვინ გამოცხადდა, ჩაჰბარდათ თუ არა გამოუცხადებელ პირებს უწყებები ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და რა ცნობები არსებობს მათი გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ. სასამართლო ადგენს გამოცხადებულთა ვინაობას, ამოწმებს წარმომადგენელთა უფლებამოსილებას. სასამართლო უფლებამოსილია, გააფრთხილოს პროცესის მონაწილეები და სხდომაზე დამსწრე პირები წესრიგის დაცვის მიზნით მოსამართლის მითითების შესრულების სავალდებულოობისა და სასამართლო სხდომაზე წესრიგის დამრღვევის მიმართ შესაძლო ღონისძიებების თაობაზე. ამის შემდეგ მოწმეები ტოვებენ სხდომის დარბაზს. საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2130 - სსმ I, №53, 19.12.2005წ., მუხ.350 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/209.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/211.md
