---
title: "მუხლი 23. საქმის გადაცემა განსჯადი სასამართლოსათვის — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/23"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "23"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. საქმის გადაცემა განსჯადი სასამართლოსათვის — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 23 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/23

1. სასამართლო საქმეს განსახილველად სხვა სასამართლოს გადასცემს, თუ: ა) მოპასუხე, რომლის საცხოვრებელი ადგილიც წინათ არ იყო ცნობილი, მოითხოვს, რომ საქმე გადაეცეს სასამართლოს თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; ბ) ერთი ან რამდენიმე მოსამართლის აცილების გამო ამავე სასამართლოში შეუძლებელია მათი შეცვლა.

2. თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, იგი გადაეცემა სასამართლოს მოსარჩელის არჩევით.

3. საქმის სხვა სასამართლოში გადაცემის შესახებ სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომელიც არ გასაჩივრდება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/24.md
