---
title: "მუხლი 238. საჩივრის შინაარსი — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/238"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "238"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 238. საჩივრის შინაარსი — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 238 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/238

1. საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების შესახებ უნდა შეიცავდეს: ა) იმ სასამართლოს დასახელებას, რომელმაც გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება; ბ) საჩივრის შემტანი პირის დასახელებას; გ) გარემოებებს, რომლებიც ადასტურებს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა ან პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით; დ) საჩივრის შემტანი პირის თხოვნას, თუ რა ფარგლებში უნდა შეიცვალოს გადაწყვეტილება; ე) საჩივარზე თანდართული მასალების ჩამონათვალს.

2. საჩივარი, რომელსაც ხელს აწერს მხარე ან მისი წარმომადგენელი, სასამართლოს წარედგინება იმდენი ასლის ოდენობით, რამდენი მხარეც მონაწილეობს საქმეში. საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/237.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/239.md
