---
title: "მუხლი 252. გადაწყვეტილება იურიდიული პირისაგან ფულადი თანხების გადახდევინების შესახებ — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/252"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "252"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 252. გადაწყვეტილება იურიდიული პირისაგან ფულადი თანხების გადახდევინების შესახებ — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 252 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/252

იურიდიული პირისაგან ფულადი თანხების გადახდევინების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლოს შეუძლია მხარეთა შუამდგომლობით სარეზოლუციო ნაწილში მიუთითოს გადასახდელი თანხის ხასიათზე, აგრეთვე იმაზე, თუ ბანკში მოპასუხის რომელი თანხიდან უნდა ჩამოიწეროს დაკისრებული თანხა. საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.71

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/251-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/253.md
