---
title: "მუხლი 27. კოლეგიური სასამართლოს მიერ საკითხების გადაწყვეტის წესი — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/27"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "27"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. კოლეგიური სასამართლოს მიერ საკითხების გადაწყვეტის წესი — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 27 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/27

1. თუ საქმის განხილვას სასამართლო ახორციელებს კოლეგიურად, ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით წამოჭრილი ყველა საკითხი უნდა გადაწყდეს ხმების უმრავლესობით. არც ერთ მოსამართლეს უფლება არა აქვს თავი შეიკავოს რომელიმე საკითხის გადაწყვეტისაგან.

2. მოსამართლეს, რომელიც პირველი ინსტანციის, სააპელაციო ინსტანციისა და საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ გადაწყვეტილების, განჩინებისა თუ დადგენილების გამოტანისას არ ეთანხმება უმრავლესობას, შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს გადაწყვეტილების გამოცხადების დროს.

3. განსხვავებული აზრი დაერთვის საქმეს, მაგრამ სასამართლოს სხდომის დარბაზში მისი შინაარსი არ გამოცხადდება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/28.md
