---
title: "მუხლი 273. განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/273"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "273"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 273. განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 273 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/273

1. საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლო განჩინებით. თუ საქმის წარმოება შეწყვეტილია იმის გამო, რომ საქმე კანონის თანახმად სასამართლოს არ ექვემდებარება, სასამართლო ვალდებულია მიუთითოს, თუ რომელ ორგანოს უნდა მიმართოს განმცხადებელმა.

2. საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/272-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/274.md
