---
title: "მუხლი 285. განჩინების შინაარსი — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/285"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "285"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 285. განჩინების შინაარსი — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 285 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/285

განჩინებაში უნდა აღინიშნოს: ა) განჩინების მიღების დრო და ადგილი; ბ) განჩინების მიმღები სასამართლოს დასახელება, შემადგენლობა და სასამართლო სხდომის მდივანი; გ) მხარეები და დავის საგანი; დ) საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება; ე) მოტივები, რომლებითაც სასამართლო მივიდა თავის დასკვნამდე, და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. განჩინებაში შეიძლება მიეთითოს აგრეთვე მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა; ვ) სასამართლოს დადგენილება; ზ) განჩინების გასაჩივრების წესი და ვადა. საქართველოს 2022 წლის 18 ოქტომბრის კანონი №1919 – ვებგვერდი, 24.10.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/284.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/286.md
