---
title: "მუხლი 294. განსჯადობა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/294"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "294"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 294. განსჯადობა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 294 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/294

1. სარჩელები თამასუქის თაობაზე შეიძლება აღიძრას როგორც იმ სასამართლოში, რომლის ტერიტორიაზედაც უნდა მოხდეს გადახდა, ისე სასამართლოში მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

2. თუ სარჩელი მიმართულია ერთობლივად რამდენიმე თამასუქვალდებულის მიმართ, მაშინ სარჩელი შეიძლება აღიძრას როგორც იმ სასამართლოში, რომლის ტერიტორიაზედაც უნდა მოხდეს გადახდა, ისე ნებისმიერ სასამართლოში ერთ-ერთი მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/293.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/295.md
