---
title: "მუხლი 300. საქმის დამატებითი წარმოება — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/300"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "300"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 300. საქმის დამატებითი წარმოება — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 300 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/300

1. თუ მოპასუხეს შენარჩუნებული აქვს თავისი უფლების განხორციელების შესაძლებლობა, დავა რჩება სასამართლო წარმოების სფეროში.

2. თუ საქმის დამატებითი წარმოების დროს გამოვლინდება, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო, გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ამ თავში გათვალისწინებული წესების დაცვით, უქმდება; მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და სასამართლო ხარჯებიც შესაბამისად უნდა განაწილდეს. მოსარჩელეს ევალება იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც მიადგა მოპასუხეს გადაწყვეტილების აღსრულების ან ასეთი აღსრულებისათვის ხელისშემშლელი ქმედების შედეგად. მოპასუხეს შეუძლია წამოაყენოს ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა დავის სასამართლო განხილვის პროცესში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/299.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/301.md
