---
title: "მუხლი 309¹⁰. განსჯადობა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/309-10"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "309^10"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 309¹⁰. განსჯადობა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 309¹⁰ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/309-10

მყიდველის განცხადებას აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განიხილავენ თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოები, მყიდველის იურიდიული მისამართის შესაბამისად. ამ თავის მიზნებისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია – დასავლეთ საქართველოს. საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5286 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.327

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/309-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/309-11.md
