---
title: "მუხლი 309¹¹. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადების მიღების საკითხის განხილვა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/309-11"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "309^11"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 309¹¹. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადების მიღების საკითხის განხილვა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 309¹¹ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/309-11

1. მოსამართლე აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადების შეტანიდან 3 დღის ვადაში იხილავს მისი მიღების საკითხს.

2. თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ კოდექსით, მათ შორის, მისი 309 9 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, იგი გამოიტანს განჩინებას განცხადების მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და განმცხადებელს დაუბრუნებს განცხადებას თანდართულ დოკუმენტებთან ერთად.

3. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადების მიღებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით. საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5286 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.327 საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6315 – ვებგვერდი, 08.06.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/309-10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/309-12.md
