---
title: "მუხლი 309¹³. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადების განხილვა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/309-13"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "309^13"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 309¹³. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადების განხილვა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 309¹³ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/309-13

1. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადების მიღების შესახებ განჩინებაში სასამართლო განსაზღვრავს დროს ზეპირი მოსმენისათვის და მხარეებს დაუყოვნებლივ აცნობებს სხდომის დროსა და ადგილს. აქციონერს, რომლის აქციების გამოსყიდვასაც მოითხოვს მყიდველი (შემდგომ – დაინტერესებული პირი), უწყებასთან ერთად ეგზავნება განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების ასლები და განესაზღვრება ვადა მოსაზრებების წარსადგენად.

2. თუ დაინტერესებულ პირთა რაოდენობა ორზე მეტია, ისინი ვალდებული არიან დანიშნონ წარმომადგენელი.

3. სასამართლო განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტილება გამოაქვს განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.

4. განცხადება განიხილება სასამართლო სხდომაზე. სასამართლო ამოწმებს აქციათა სავალდებულო მიყიდვის პროცედურების შესაბამისობას კანონის მოთხოვნებთან. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საკითხის გადაწყვეტას. საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5286 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.327 საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6315 – ვებგვერდი, 08.06.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/309-12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/309-14.md
