---
title: "მუხლი 309¹⁵. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/309-15"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "309^15"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 309¹⁵. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 309¹⁵ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/309-15

1. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილებაში აღნიშნული უნდა იყოს მისი გასაჩივრების წესი და ვადა.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება დაიშვება გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 14 დღისა.

3. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სააპელაციო წესით. სააპელაციო წესით საქმის განხილვის ვადაა ერთი თვე.

4. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას. საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5286 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.327 თავი XXXIV 3 ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესი საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4075 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.505 .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/309-14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/309-16.md
