---
title: "მუხლი 309¹⁹. ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის მიღების საკითხის განხილვა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/309-19"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "309^19"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 309¹⁹. ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის მიღების საკითხის განხილვა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 309¹⁹ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/309-19

1. მოსამართლე ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის შეტანიდან 3 დღის ვადაში იხილავს მისი მიღების საკითხს.

2. თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და მოსარჩელეს დაუბრუნებს სარჩელს თანდართულ დოკუმენტებთან ერთად.

3. ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის თაობაზე სასამართლო განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით.

4. ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის მიღების შემდეგ მოპასუხეს ამ კოდექსის 201-ე მუხლით დადგენილი წესით, დაუყოვნებლივ ეგზავნება სარჩელი და თანდართული დოკუმენტების ასლები და შესაგებლის წარსადგენად განესაზღვრება ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს. საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4075 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.505 საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6315 – ვებგვერდი, 08.06.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/309-18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/309-2.md
