---
title: "მუხლი 309³⁶. კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების მიღებაზე უარის თქმა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/309-36"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "309^36"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 309³⁶. კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების მიღებაზე უარის თქმა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 309³⁶ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/309-36

1. თუ სასამართლო გამოარკვევს, რომ კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ კოდექსით, მათ შორის, ამავე კოდექსის 309 33 მუხლით, დადგენილ მოთხოვნებს, იგი გამოიტანს განჩინებას აღნიშნული განცხადების მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და განმცხადებელს დაუბრუნებს განცხადებას თანდართულ დოკუმენტებთან ერთად.

2. კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების მიღებაზე უარის თქმის თაობაზე სასამართლოს განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით. საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1761 – ვებგვერდი, 03.07.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/309-35.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/309-37.md
