---
title: "მუხლი 309³⁷. კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ სასამართლოს ბრძანება — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/309-37"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "309^37"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 309³⁷. კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ სასამართლოს ბრძანება — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 309³⁷ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/309-37

1. კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ სასამართლოს ბრძანებაში უნდა აღინიშნოს, რომ ეს ბრძანება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას, გარდა ამ კოდექსის 309 3 5 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების გამოყენების შესახებ ბრძანებებისა, აგრეთვე მისი გასაჩივრების წესი და ვადა და მხარეთა შორის კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებული ხარჯების განაწილების წესი.

2. ამ კოდექსის 309 35 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიებების გამოყენების შესახებ ამ თავით გათვალისწინებული სასამართლოს ბრძანებების აღსრულებას უზრუნველყოფს კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული კრედიტორი. საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1761 – ვებგვერდი, 03.07.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/309-36.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/309-38.md
