---
title: "მუხლი 309³⁹. კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ სასამართლოს ბრძანების გაუქმება — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/309-39"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "309^39"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 309³⁹. კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ სასამართლოს ბრძანების გაუქმება — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 309³⁹ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/309-39

1. სასამართლოს მიერ ამ კოდექსის 309 33 მუხლით გათვალისწინებული განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში კრედიტორმა სარჩელი უნდა აღძრას ამ თავით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ სასამართლოს ბრძანების მიღებიდან 10 დღის ვადაში. თუ ამ ვადაში კრედიტორი არ აღძრავს სარჩელს ან არ აცნობებს სასამართლოს სარჩელის საქართველოს ფარგლების გარეთ აღძვრის თაობაზე, სასამართლო თავისი ინიციატივით ან მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანს განჩინებას ამ თავით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გაუქმების შესახებ.

2. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ ბრძანებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ ბრძანებას, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისთვის სარჩელი მოიცავს აგრეთვე საარბიტრაჟო სარჩელს. საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1761 – ვებგვერდი, 03.07.2026წ. კარი მეექვსე უდავო წარმოება თავი XXXV ზოგადი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/309-38.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/309-4.md
