---
title: "მუხლი 309⁹. მყიდველის განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/309-9"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "309^9"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 309⁹. მყიდველის განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 309⁹ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/309-9

1. მყიდველის განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ წარედგინება სასამართლოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადების ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.

2. განცხადებას უნდა ერთოდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები: ა) სასამართლოს დასახელება; ბ) მყიდველის და მისი წარმომადგენლის დასახელებები; გ) განმცხადებლის მოთხოვნა; დ) მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადების ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნება განცხადების შეტანამდე ერთი თვით ადრე მაინც; ე) რეესტრის მწარმოებელი პირის მისამართი; ვ) თარიღი (სამუშაო დღის ბოლოს შესაბამისი დრო), რომლის მდგომარეობით არსებულ აქციათა ბენეფიციარ მესაკუთრეთაგან უნდა მოხდეს მყიდველის მიერ აქციათა გამოსყიდვა (გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღი). საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5286 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.327

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/309-8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/310.md
