---
title: "მუხლი 310. სასამართლოს მიერ უდავო წარმოების წესით განსახილველი საქმეები — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/310"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "310"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 310. სასამართლოს მიერ უდავო წარმოების წესით განსახილველი საქმეები — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 310 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/310

უდავო წარმოების წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს: ა) იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ; ბ) მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისა და მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ; გ) (ამოღებულია - 20.03.2015, №3340 ) ; დ) დაკარგულ საწარმდგენლო ფასიან ქაღალდსა და საორდერო ფასიან ქაღალდზე უფლების აღდგენის შესახებ (გამოწვევითი წარმოება); ე) ქონების უპატრონოდ ცნობის შესახებ; ვ) (ამოღებულია); ზ) შვილად აყვანის შესახებ; თ) ბავშვის მიტოვებულად აღიარების შესახებ; ი) ცოცხალ დონორობაზე თანხმობის გაცემის შესახებ. საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №177 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.78 საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2130 - სსმ I, №53, 19.12.2005წ., მუხ.350 საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5628 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.418 საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5580 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/309-9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/311.md
