---
title: "მუხლი 316¹. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ საქმეთა განხილვისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/316-1"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "316^1"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 316¹. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ საქმეთა განხილვისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 316¹ (consolidated as of 2026-06-24), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/316-1

1. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ საქმეებს განიხილავს მოსამართლე ან სასამართლოს შესაბამისი მოხელე ამ კოდექსის 311-ე მუხლით დადგენილი წესებით.

2. სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს იმავე სასამართლოში საჩივრის შეტანის გზით, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5265 - ვებგვერდი, 24.11.2011წ. თავი XXXVI 1 ცოცხალ დონორობაზე თანხმობის გაცემა საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5580 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/316.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/316-2.md
