---
title: "მუხლი 316⁴. სასამართლოს მოქმედება განცხადების მიღების შემდეგ — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/316-4"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "316^4"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 316⁴. სასამართლოს მოქმედება განცხადების მიღების შემდეგ — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 316⁴ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/316-4

საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადებისას სასამართლო გამოარკვევს: ა) ახდენს თუ არა დონორის თანხმობაზე გავლენას ეკონომიკური, სოციალური ან ფსიქოლოგიური ფაქტორები; ბ) არის თუ არა დონორის თანხმობა განპირობებული დაპირებული ან რეალური კომპენსაციის მიღებით; [ ბ) არის თუ არა დონორის თანხმობა განპირობებული ფულადი ანაზღაურების ან ნებისმიერი სხვა სარგებლის დაპირებით/შეთავაზებით ან რეალურად მიღებით; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] გ) აცნობიერებს თუ არა დონორი, რომ მას შეუძლია მიზეზების განმარტების გარეშე, ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი ორგანოს აღებაზე; დ) სხვა აუცილებელ გარემოებებს. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5580 - ვებგვერდი, 13.07.2016წ. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3620 – ვებგვერდი, 22.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №128 – ვებგვერდი, 30.12.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/316-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/316-5.md
