---
title: "მუხლი 316⁵. სასამართლო გადაწყვეტილება — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/316-5"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "316^5"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 316⁵. სასამართლო გადაწყვეტილება — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 316⁵ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/316-5

სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლო თანხმობას გასცემს პირის ცოცხალ დონორობაზე რეციპიენტთან ახლო პირადი ურთიერთობის არსებობის საფუძველზე, არის სასამართლოს თანხმობა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5580 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
[მუხლი 316 5 . სასამართლო გადაწყვეტილება
სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლო გასცემს თანხმობას ცოცხალ დონორობაზე, არის სასამართლოს თანხმობა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3620 – ვებგვერდი, 22.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №128 – ვებგვერდი, 30.12.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/316-4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/316-6.md
