---
title: "მუხლი 320. სასამართლო გადაწყვეტილება — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/320"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "320"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 320. სასამართლო გადაწყვეტილება — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 320 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/320

1. სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც მოქალაქე აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად, წარმოადგენს საფუძველს იმისათვის, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულის ქონება მინდობილი საკუთრების სახით გადაეცეს სამართავად მის კანონით მემკვიდრეებს.

2. სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც პირი გამოცხადებულია გარდაცვლილად, არის საფუძველი იმისათვის, რომ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანომ განახორციელოს გარდაცვალების რეგისტრაცია. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5569 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/319.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/321.md
