---
title: "მუხლი 331. პუბლიკაცია — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/331"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "331"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 331. პუბლიკაცია — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 331 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/331

პუბლიკაცია უნდა შეიცავდეს: ა) იმ სასამართლოს დასახელებას, რომელშიც შეტანილია განცხადება საბუთის დაკარგვის შესახებ; ბ) განმცხადებლის დასახელებასა და მის საცხოვრებელ ადგილს; გ) საბუთის დასახელებასა და განმასხვავებელ ნიშნებს; დ) წინადადებას იმ საბუთის ხელთმქონის მიმართ, რომლის დაკარგვის შესახებაც შეტანილია განცხადება, რომ მან პუბლიკაციის დღიდან სამი თვის განმავლობაში შეიტანოს განცხადება სასამართლოში ამ საბუთზე თავისი უფლების შესახებ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/330.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/332.md
