---
title: "მუხლი 333. მოსამართლის მოქმედება საბუთის ხელთმქონისაგან განცხადების მიღების შემდეგ — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/333"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "333"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 333. მოსამართლის მოქმედება საბუთის ხელთმქონისაგან განცხადების მიღების შემდეგ — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 333 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/333

1. თუ საბუთის ხელთმქონემ პუბლიკაციის დღიდან 3 თვის ვადის გასვლამდე შეიტანა სასამართლოში განცხადება, სასამართლო განცხადებას საბუთის დაკარგვის შესახებ სასამართლო განუხილველად დატოვებს და დაადგენს ვადას, რომლის განმავლობაშიც საბუთის გამცემ დაწესებულებას (პირს) აუკრძალავს აწარმოოს ამ საბუთით გადახდა და გაცემა. ეს ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 2 თვეს.

2. იმავდროულად სასამართლო განუმარტავს განმცხადებელს მის უფლებას აღძრას სარჩელი საბუთის გამოთხოვის შესახებ საერთო წესით იმ პირის მიმართ, ვისაც ხელთა აქვს საბუთი, ხოლო ამ უკანასკნელს – მის უფლებას გადაახდევინოს განმცხადებელს ზარალი, რაც გამოწვეულია აკრძალვის ღონისძიებით. სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/332.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/334.md
