---
title: "მუხლი 340. ქონებაზე უფლების სასარჩელო წესით დაცვა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/340"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "340"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 340. ქონებაზე უფლების სასარჩელო წესით დაცვა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 340 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/340

1. თუ 339-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადაში სასამართლოში შემოვა განცხადება ქონებაზე უფლების შესახებ, მაშინ სასამართლო თავისი განჩინებით განუხილველად ტოვებს განცხადებას ქონების უპატრონოდ ცნობის შესახებ და წინადადებით მიმართავს განმცხადებელს, აღძრას აღიარებითი სარჩელი იმ პირის მიმართ, რომელმაც განაცხადა თავისი უფლება ქონებაზე.

2. თუ დანიშნული ვადის გასვლამდე სასამართლოში არ შემოვა განცხადება ქონებაზე უფლების შესახებ, სასამართლო განიხილავს საქმეს და გამოჰკითხავს იმ პირებს, რომელთაც შეუძლიათ ცნობების მიწოდება ქონების კუთვნილების შესახებ, აგრეთვე გამოითხოვს ცნობებს შესაბამისი ორგანოებიდან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/339.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/341.md
