---
title: "მუხლი 351¹⁵. სასამართლო გადაწყვეტილება არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების შესახებ — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/351-15"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "351^15"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 351¹⁵. სასამართლო გადაწყვეტილება არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების შესახებ — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 351¹⁵ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/351-15

1. სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების შესახებ, თუ: ა) ბავშვი არამართლზომიერად არის გადაადგილებული ან არამართლზომიერად არის დაკავებული და მისი არამართლზომიერი გადაადგილების ან არამართლზომიერი დაკავების თარიღიდან სარჩელის წარდგენის მომენტამდე გასულია ერთ წელზე ნაკლები; ბ) ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილების ან არამართლზომიერი დაკავების თარიღიდან სარჩელის წარდგენის მომენტამდე გასულია ერთ წელზე მეტი და თვალნათლივ არ იქნა ნაჩვენები, რომ ბავშვი ინტეგრირებულია თავის ახალ გარემოში.

2. ამ მუხლის დებულებები სასამართლოს არ უზღუდავს უფლებას, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის დაბრუნების შესახებ. საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №4869 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2020 წლის 10 ივნისის კანონი №6054 – ვებგვერდი, 19.06.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/351-14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/351-16.md
